"აცრა დაამარცხებს კოვიდს" - ვაქცინაცია vs ანტივაქსერები 

გამოქვეყნდა:

ვაქცინაციის პირველი დღე და სრულიად განსხვავებული მიზანი. ინფექციონისტებისა და ეპიდემიოლოგების მთავარ ამოცანად უკვე არა კორონავირუსის, არამედ მოქალაქეების უნდობლობის დამარცხება იქცა. ე.წ. ანტივაქსერი, ანუ აცრის საწინააღმდეგო დამოკიდებულებები ქვეყანაში უმაღლეს დონეზეა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უარს ამბობს ვაქცინაციაზე, რის გარეშეც პანდემიის შეჩერება შეუძლებელია.

იქცევა თუ არა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისად დღევანდელი დღე და საჯარო ვაქცინაცია, გაურკვეველია - საქართველოში ასტრაზენეკას პრეპარატის გამოყენების დაწყების პარალელურად, ევროპის რამდენიმე სახელმწიფო არაპოპულარულ და შუალედურ გადაწყვეტილებებს იღებს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი