ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი - წყალტუბოს გზაზე. სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხრამში ჩავარდა.
"მთავარის" ინფორმაციით, ავტომანქანას ნასვამი პოლიციელი მართავდა.
"მთავარს" შსს-ში დაუდასტრეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე პოლიციელია. მათივე თქმით, დაშავებული არავინაა და მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.