გორში, წმინდა წყლის დასახლებაში საავადმყოფოს ყოფილი შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ეს არის შენობა, რომელიც ხელისუფლებამ დევნილებისთვის გაარემონტა თუმცა, სავარაუდოდ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და რამდენიმე წელი უფუნქციო იყო. ოპოზიცია ამბობს, რომ შენობის რეაბილიტაციაში ათასობით ლარი დაიხარჯა და ახლა სრული დემონტაჟი სჭირდება.