ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი დაიძრა. შემთხვევის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მანამდე კი, თბილისის მერიამ, 16 მარტს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.
"მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.