მეწყრული პროცესი გზის სამუშაოებთან დაკავშირებული არ არის - კალაძე

გამოქვეყნდა:

ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული პროცესი. ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები - აცხადებ თბილისის მერი მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე მეწყრული პროცესის გააქტიურებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, 22 მარტს გერმანიიდან სპეციალისტებს ელოდებიან.

"გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია, ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული პროცესი. ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები. ჩვენ როგორც კი შევატყვეთ, რომ საფრთხე იყო, პრევენციული ღონისძიებები იქნა გატარებული  - მაჭავარიანის ქუჩის გადაკეტვა მოხდა ორმხრივად"- ამბობს თბილისის მერი.     

კალაძის თქმით, პროცესი გზის სამუშაოებთან დაკავშირებული არ არის. 

"მეწყრული პროცესია მაჭავარიანის ქუჩის ზედა ფერდზე, ხოლო ახალი გზის სამუშაოები მიმდინარეობს ამ ქუჩის ქვემოთ. ერთადერთი, რა სამუშაოებიც ჩატარდა მაჭავარიანის ქუჩაზე, იყო წყლის და წყალარინების მილების შეცვლა". - ამბობს ის.

ამავე თემაზე:


 

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი