არაფრად გვაგდებენ, გვამცირებენ - მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი მთავრობის უარზე

გამოქვეყნდა:

მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების თხოვნა არ გაითვალისწინა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისთვის კომენდანტის საათი არ მოხსნა, დამცირებად და შეურაცხყოფად აფასებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი.

აზერბაიჯანულმა თემმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გასულ კვირას პრემიერმინისტრს მიმართეს, რომ 21 მარტს ნოვრუზ ბაირამის დღეს, კომენდანტის საათი გაეუქმებინათ. პასუხად კი დამცირება და შეურაცხყოფა მივიღეთ. მთავრობამ ამ საქმესთან დაკავშირებული განცხადება განსახილველად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გადასცა. რა შუაშია აქ რელიგიის სააგენტო, ნოვრუზ ბაირამს რელიგიასთან რა კავშირი აქვს? რელიგიურ საკითხებს ვერ აგვარებს და ახლა სახალხო დღესასწაულის საქმეები განიხილოს. ამით მთავრობა ჩვენ არაფრად გვაგდებს, გვამცირებს და უნდა, რომ დრო მოიგოს" ამბობს მირტაგი ასადოვი.

ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა ხელისუფლებას კომენდანტის საათის მოხსნა 21 მარტისთვის, 1 ღამით სთხოვეს, ვინაიდან ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ძირითადი რიტუალები ღამის საათებში ტარდება. მთავრობამ კი დღეს მათ უარი უთხრა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი