ვაქცინაციის შემდეგ მედიკოსის მდგომარეობის გართულებას მისი ახლობლების უკიდურესად მძიმე პროტესტი მოჰყვა. მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ შეკრებილი ახალციხის "იმედის" კლინიკასთან, ამ დრომე ადგილზე რჩებიან.
კლინიკასთან იმყოფებიან სამართალდამცველებიც, რომლებმაც რამდენიმე ინციდენტი აღკვეთეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი საავადმყოფოს მინების ჩამტვრევის გამო, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით გამოძიება დაიწყო.