"არ დატოვო შენი სახლიო, ქართველები დაგვეხმარებიანო" - ვალია ვანიშვილის თქმით, ეს იყო ბოლოს იტყვები, რაც ქმარმა, დათა ვანიშვილმა სიკვდილის წინ დაუბარა. 88 წლის დათა პაპა, რომელიც ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობდა დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.
"ბოლო სიტყვები რაც მითხრა, არ დატოვო შენი სახლიო. არსად წახვიდე, სახლი არ წაგვართვანო. არ წახვიდე, ფეჩთან დაჯექი, ქართველები დაგვეხმარებიანო", - დათა ვანიშვილის ცოლი, ვალია ვანიშვილი.
დათა პაპა თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა. ის ხშირად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს და ადგილზე არსებულ სიტუაციას აწვდიდა მედიასაც. დათა ვანიშვილი ოკუპანტებმა ამის გამო არაერთხელ დააკავეს.
ფოტო: ნინო დალაქიშვილი, "ამერიკისხმა".