ხომლის ქუჩის მცხოვრებლები ადგილზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, თბილისის ძველი გენგეგმის მიხედვით, ადგილზე სამუშაოები დაუშვებელი იყო, თუმცა თბილისი მერიამ კომპანიას მუშაობის უფლება მაინც მისცა.
ადგილობრივებმა სარჩელი სასამართლოშიც შეიტანეს, თუმცა მათივე ინფორმაციით, კომპანია, რომელიც კორპუსს აშენებს, კახა კალაძესთან დაახლოებულია და სასამართლომ მათ სარჩელი არ დაუკმაყოფილა.
ადგილზე იმყოფებიან სეისმოლოგებიც.
"არავითარ შემთხვევაში, მით უმეტეს მაღალსართულიანი შენობები აქ არ შეიძლება. ეს არის ქრესტომათია, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. რასაც ვამბობდით ადრე, ეს არის ვაქხანალია, სამშენებლო სექტორში, რაც ამ ქალაქში ხდება. დიდი ხანია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ამ ფერდობის ესეთი განაშენიანება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ ქარავანი მიდის",-თქვა თეა გოდოლაძემ.