საქართველოს 10 ქალაქში საწვავის ფასს აპროტესტებენ. აქციები თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ერთდროულად იწყება.
მძღოლები ბენზინზე აქციზის საფასურის დაწევას ითხოვენ. გაზრდილ ტარიფებთან ერთად პროტესტის მონაწილეები მათ აქტივისტზე თავდასხმასაც აპროტესტებენ და შემთხვევის სამართლიანად გამოძიებას მოითხოვენ. მათი თქმით, გუშინ, რუსთავში საპროტესტო აქციის დროს დაუდგენელი პირები ერეკლე დოლიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.