ბომბი თბილისის თავზე - ქალაქი საფრთხის წინაშეა

გამოქვეყნდა:

ნელი მოქმედების ბომბი თბილისის თავზე - ან, შეიძლება, სულაც არა-ნელი მოქმედების - ვაშლიჯვრის გზაზე გადამსკდარი კლდე ნებისმიერ მომენტში, შესაძლოა, მოწყდეს და ჩაიტანოს არა მარტო ქვეშ გამავალი გზა და იქ მომუშავე ადამიანები, არამედ მთის ფერდზე განლაგებული ობიექტები. 

ზუსტად ჯერ არ არის ცნობილი, ქანების რა ოდენობაზეა საუბარი - თუ მომწყდარი მასა ჩააღწევს მტკვრამდე და კალაპოტს ჩახერგავს, მაშინ ამ სტიქიურ უბედურებას წყალდიდობაც დაემატება. 

მერია ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს, განსაკუთრებული არც არაფერი ხდება - გზის სამუშაოებიც კი არ შეწყვეტილა, იქ მომუშავეები მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან და ქანებიც კიდევ უფრო ზიანდება. 

მერიაში ამბობენ, რომ გზის სამუშაოები არაფერ შუაშია და არც ნაპრალებია ამ მთაზე სიახლე. საკმარისია, თვითონ მერიის ვებგვერდზე შეხვიდეთ და მართლაც ნახავთ, რომ ეს ზონა წითლადაა მონიშნული, როგორც საფრთხისშემცველი. 

რა მოხდა თბილისის თავზე, რა მდგომარეობაა ახლა და რა შეიძლება მოხდეს ახლო მომავალში:

დათო აბრამიშვილის რეპორტაჟი: "ბომბი თბილისის თავზე"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი