ნაპრალები გაზრდილია და გაჩენილა ახალი ბზარები - ამბობენ ექსპერტები, რომლებიც ვაშლიჯვარში მეწყერსაშიშ ზონაში დღეს დილიდან იმყოფებიან.
მათივე თქმით, ნებისმიერი სამშენებლო სამუშოები და ვიბრაცია აღნიშნულ რელიეფზე სახიფათოა და მიწის ჩამოშლის საფრთხეს ქმნის. მათივე თქმით, უნდა შეჩერდეს გზის მშენებლობა.
ცნობილია, რომ გერმანელი ექსპერტები უკვე ქვეყანაში არიან და სავარაუდოდ დღეიდან დაიწყებენ ტერიტორიაზე მუშაობას და პრობლემების შესწავლას.
მანამდე კი პეტიცია შექმნეს ადგილობრივებმა, რომლებიც მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.