აქცია მარნეულში - ოჯახის წევრები პატიმრის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

მარნეულის სოფელ კაფანახჩის მოსახლეობა აქციას მართავს. პროტესტის მიზეზი 29 წლის კაცი გახდა, რომელიც სასჯელს იხდის. ოჯახი კლინიკაში მის გადაყვანას უკვე 8 თვეა უშედეგოდ ითხოვს. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს გულის პრობლემები აქვს და მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.

დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმარს ყურადღევას არ აქცევენ. ისინი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

"ჩემი შვილი 9 თვეა ციხეში იტანჯება, მას გულის ოპერაცია სჭირდება მან 9 დღეა შიმშილობა დაიწყო. ვინმემ ხო უნდა მოგვხედოს ჩვენ, არავინ გვაქცევს ყურადღებას. ცენტრალურ ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ ყურადღება მოგვაქციოს, ჩემი შვილის ყოველი წამი სიკვდილის ტოლფასია. დღეს გამაფრთხილებელ აქციას ვმართავთ, შემდგომში უფრო მწვავე ფორმას მივმართავთ",-ამბობს დაკავებულის დედა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტი უფრო მწვავე ფორმას მიიღებს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი