14 წლის მოსწავლე მათემატიკის მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

14 წლის მოსწავლე 60 წლის პედაგოგს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. შემთხვევა ერთ-ერთ  მუნიციპალიტეტში მოხდა.

მოზარდი გოგონა ყვება, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მათემატიკის მასწავლებელი მას კლასში ტოვებდა და სხვა მოსწავლეების თანდასწრებით მის მოფერებას ცდილობდა.

14 წლის გოგონამ სკოლის დირექტორს მიმართა და უთხრა, რომ მასწავლებლის მის მოფერებას ცდილობდა. სკოლამ ამ განცხადების შემდეგ შიდა მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგაც მიმართეს შსს. ამ საქმეში არის ასევე, გოგონას თანაკლასელების ჩვენებები.

„ბავშვმა მასწავლებელი დაადანაშაულა ხელით შეხებაში, სხეულის ზედა ნაწილებში, მომიტანა განცხადება. რა თქმა უნდა, საქმეს მივეცით კვალიფიკაცია, ეს არის დასჯადი ქმედება, შევატყობინე შესაბამის ორგანოებს, სოციალურ მუშაკს, მიმდინარეობს ძიება“, - განაცხადა ადგილობრივმა.

პედაგოგი სკოლიდან უკვე გაათავისუფლეს და ის ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაშია. მასწავლებლის ოჯახი, რომელსაც გოგონასთან ნათესაური კავშირი აქვს, მომხდარს კატეგორიულად უარყოფს.

პედაგოგის ოჯახი ამბობს, რომ მოსწავლე იტყუება. მათი თქმით, მათემატიკის მასწავლებელს სამსახურიდან წასვლას აიძულებდნენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი