გორში, ჭალის დასახლებაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ქალი და 5 წლამდე ასაკის 3 ბავშვი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა "გორმედში" გადაიყვანა.
,,შემოყვანილია 3 არასრულწლოვანი და 2 სრულწლოვანი. ერთ-ერთ მოზარდს თავის არეში აღენიშნება ჭრილობა, რომლის ჰოსპიტალიზაციაც მოხდება თბილისში, ბავშვთა სპეციალიზირებულ კლინიკაში. მათი ზოგადი მდგომარეობა ფასდება სტაბილურად და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არც ერთ მათგანს არ აღენიშნება",-აცხადებენ კლინიკაში.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.