მორიგი დაპირისპირება მარტვილში - მეუფე სტეფანეს წირვის ჩატარება ცარიელ ტაძარში მოუწია

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება მარტვილის ეპარქიაში - მეუფე სტეფანე ბალდის ტაძარში გაუფრთხილებლად, ისე მივიდა, რომ ტაძრის მამებმა და მრევლმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. მღვდელმთავრის გამოჩენას პროტესტი მოჰყვა, მღვდელმსახურებმა და მრევლმა ტაძარი დატოვეს და მეუფე სტეფანეს ცარიელ ეკლესიაში მოუწია წირვის ჩატარება.

მრევლი ითხოვს, დასჯილი მამების, მათ შორის ბალდის მონასტრის მამა ათენოგენს ტაძარში მსახურების უფლება აღუდგეს.

ამ წუთებში, ბალდის მონასტრის მამებსა და მეუფეს შორის თათბირია. გაითვალისწინებს თუ არა მეუფე სტეფანე მოთხოვნებს და აღუდგენს თუ არა ტაძრის წინამძღვარს მსახურების უფლებას, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი