უხვი ნალექის გამო, სოფელ ქვახვრელთან, მდინარე მტკვარზე ხელოვნური კუნძული შეიქმნა. როგორც "მთავარ არხს" ადგილობრივებმა აცნობს, კუნძულზე 6 მწყემსი ცხვართან ერთად ჩარჩა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან და მათ უსაფრთხო ადგილას გადაყვანას მცურავი საშუალებებით ცდილობენ. მათი თქმით, კუნძულზე დარჩენილებს საფრთხე არ ემუქრებათ.