მესამე დღეა ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. დიდი რაოდენობით მეწყრულმა მასამ გზა ჩახერგა, უამინდობის გამო ტექნიკას გაწმენდით სამუშაოებში ხელი ეშლება. 10 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
"სოფელი ღუ არის მოწყვეტილი გარესამყაროს, სადაც არის 10 ოჯახი, ელექტროენერგია და წყალმომარაგება მათ უწყევტად მიეწოდებათ, გუშინ მოხდა მედიკამენტებსა და პირველადი საჭიროების ნივთების მიწოდება, მუდმივ კონტაქტში ვართ ადგილობრივ მოსახლეობასთან", - თქვა ცაგერის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ.
ცენტრალურ გზაზე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ამ დროისთვისაც აგრძელებს. სპეციალისტები შემოვლითი გზის გაკეთებასაც გეგმავენ.