ქანების 5 სანტიმეტრიანი დაშორება და 18 მეტრიანი სიღრმე- მეწყერზე დასკვნა დღეს უნდა გახდეს ცნობილი

გამოქვეყნდა:

თბილისში, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ ზონაში დღეს კიდევ უფრო რთული ვითარებაა. გუშინდელი წვიმის შედეგად ნაპრალები კიდევ უფრო გაღრმავდა. ადგილზე გერმანელი სპეციალისტები მუშაობენ, თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს მომავალი დღეების ამინდის პროგნოზი. 

არსებული ინფორმაციით, დასკვნა სპეციალისტებმა დღეს, რამდენიმე საათში უნდა დადონ.

მეწყერი კი აქტიურ ფაზაშია. ქანები ერთმანეთთან 5 სმ-ით არის დაშორებული და მისი სიღრმე 18 მეტრია.

ქართველი სპეციალისტები კი მერიას დაუყოვნებლივი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი