ბაგებისა და კაკლების დასახლებასთან მეწყრული ზონა გამოვლინდა - მერია

გამოქვეყნდა:

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების მიზნით, 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი