რეგიონებში სტიქიას ებრძვიან 

გამოქვეყნდა:

უხვმა ნალექმა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე რეგიონი დააზარალა.

ერთთვიანი გადაუდებელი წვიმის შედეგად ცაგერში, სოფელ ლაილაშასა და ღუს დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი ჩამოწვა.  

უკვე მესამე დღეა გარესამყაროს მოწყვეტილია 10 ოჯახი. ადგილობრივების თქმით, მეწყრული პროცესები სოფელში ხშირია და გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ უარყოფენ , რომ მეწყერის მასშტაბები ძალიან დიდია.

უხვი ნალექის შედეგად პრობლემები იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. მდინარე ენგურის ადიდების შედეგად ანაკლიაში  15-მდე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. ხელისუფლებამ კი არხის გაწმენდის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადიდებული ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა. ადგილობრივები დიდ ზარალზე საუბრობენ.

გადაუდებელი წვიმის გამო პრობლემები შეექმნა შიდა ქართლის მოსახლეობასაც. მდინარე მტკვრის ადიდების შემდეგ წარმოქმნილ ე.წ ხელოვნურ კუნძულზე 6 მწყემსი საქონელთან ერთად აღმოჩნდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა 4 მათგანი გუშინვე გამოიყვანეს, 2 კი დღეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალ კვირას წვიმამ შესაძლებელია ზღვის დონის მატება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი