ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, კაკლების დასახლების სიახლოვეს, სადაც მორიგი მეწყრული ზონა გამოვლინდა, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი მივიდა.
ადგილზე, 21:00 საათიდან ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა.
სპეციალისტებმა ახლა ტერიტორია უნდა შეისწავლონ და დაადგინონ, რამდენად მასშტაბურია საფრთხე. ცნობილია, რომ წყნეთის გზაზე, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადაადგილდება, მეწყრული პროცესები უკვე გააქტიურებულია და შესაძლოა, მდგომარეობა ნებისმიერ წუთს დამძიმდეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ავტომობილების გადაადგილება 26 მარტის 08:00 საათამდეა შეზღუდული.