ნახოს როგორი საშინელება ხდება სააგენტოს ქვედა რგოლებში- სოცაგენტები პრემიერს მიმართავენ

გამოქვეყნდა:

სოციალური აგენტები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს საგანგებო განცხადებით მიმართავენ. ისინი ამბობენ, რომ მათი სამუშაო სპეციფიკის, პასუხისმგებლობის, სტრესის, რისკისა და გაწეული სატრანსპორტო ხარჯის გათვალისწინებით, მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობენ და სახელმწიფო მათ შრომას ადეკვატურად არ აფასებს.

თუ მთავრობა მათ პრობლემებს რეაგირების გარეშე დატოვებს, სოციალური აგენტები გაფიცვას აანონსებენ.

"ჩვენი, სოციალური აგენტების ძალიან დიდი ნაწილი არის სოციალურად დაუცველი, რამდენადაც გავიგე, ბევრმა დაწერა განცხადება, რომ მოხვდეს სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში. ამ სამსახურმა სოციალურად დაუცველები გახადა დასაქმებულები. ჩვენი ბენეფიციარების უმრავლესობა თვიურად იღებს ჩვენზე მეტ შემოსავალს. პრემიერისგან მოვითხოვთ, რომ დაინტერესდეს ჩვენი საკითხით, შეისწავლოს ეს საკითხი და ნახოს თუ როგორი საშინელება ხდება სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვედა რგოლებში", - ამბობს სოც.აგენტი გიორგი ფურელიანი.

სოც.აგენტების ფიქსირებული ხელფასი 200 ლარია, ცალკეული ოჯახის მონიტორინგის შემთხვევაში კი ისინი  4 ლარსა და 80 თეთრს იღებენ. სოციალური აგენტები სახელფასო ანაზღაურების გაზრდას და მათივე ბენეფიციარებთან გათანაბრებული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის  მიღებას ითხოვენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი