ვაშლიჯვარში, ადგილობრივები ბიძგებს უკვე ყოველდღიურად გრძნობენ და სახლებს ტოვებენ

გამოქვეყნდა:

ვაშლიჯვარში, ბროწეულას ქუჩის მცხოვრებლები მეწყერის მოლოდინში არიან. ადგილობრივები ბიძგებს ყოველდღიურად გრძნობენ.

"მთავარ არხთან" საუბარში მოსახლეობა ამბობს, რომ ვისაც საშუალება აქვს მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები სახლებს ტოვებენ და ბავშვები გაჰყავთ.

ყოველდღიურად იზრდება ნაპრალებიც და ამ ფონზე, როცა სეისმოლოგებიც აცხადებენ რომ საფრთხე ყოველწუთიერია,  მერია პანიკის საფუძველს ვერ ხედავს. მუნიციპალიტეტი ლისის ქედის კვლევებისთვის და მეწყრის შესაკავებლად ჩასატარებელი გამაგრებითი სამუშაოებისთვის გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. გეოლოგები კი ამბობენ, რომ დრო აღარ ითმენს და მეწყერი "სტაბილური სიჩქარით გადაადგილდება"
 

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი