"მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია" - გეოდეზიური აზომვების პირველადი შედეგები

გამოქვეყნდა:

გეოლოგი თეა გოდოლაძე ვაშლიჯვარში, მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველად შედეგებს აქვეყნებს:

ისრებით მოცემულია მეწყრის ტანის გადაადგილების მიმართულება, ხოლო ციფრებით ფარდობითი გადაადგილების მნიშვნელობა. შედეგის ტრენდი შესაბამისობაში მოდის აეროფოტო მონიტორინგთან, რომელსაც ასევე ვაწარმოებთ. შედეგების ანალიზი ემთხვევა ასევე ჩვენს მიერ ელექტოძიებით მიღებულ პროფილებს.

დასკვნა: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია. შესაბამისად ჩვენს ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძრება საფუძველი აქვს. ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა პირველადი შედეგები დავაზუსტოთ.

(გეოდეზიური აზომვა ყოველდღე, აეროფოტო 3 დღეში ერთელ, სიჩქარე მოცემულია სანტიმეტრებში). როგორც ხედავთ, შესაძლოა მთელი სხეულია დინამიკაში(მოძრაობს)." წერს თეა გოდოლაძე და შესაბამის გამოსახულებასაც აქვეყნებს:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი