ივანიშვილის ჭადრები მდინარეში გაიჭედა

გამოქვეყნდა:

გიგანტური ხეების გადარგვის პროცესი ვერ შეაფერხა ვერც ვირუსის ეპიდემიამ და ვერც კორონაკრიზისმა, ერთადერთი რაც დღეს ბიძინა ივანიშვილის გეგმებს წინ აღუდგა, ძლიერი ქარი იყო.

ბარჟა, რომლითაც სოფელ ქარიატადან ტყუპი ჭადარი მიჰქონდათ, რამდენიმე საათია მდინარეშია გაჭედილი. ჭადრებმა ზღვამდე ამ ფორმით ცხრა კილომეტრი უნდა გაცურონ. იქიდან კი ხეს ოლიგარქის რეზიდენციაში წაიღებენ.

სამუშაოები რამდენიმე მილიონი ლარი ჯდება. სულ კი, ბოლო კვირების განმავლობაში, სამეგრელოდან შეკვეთილისკენ ექვსი გიგანტური ხე წაიღეს. კიდევ ერთ ხეს, სოფელ შუა ხორგიდან უახლოეს დღეებში წაიღებენ.

სულ სამეგრელოდან ივანიშვილმა 20-ზე მეტი გიგანტური ხე წაიღო, რაც რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაჯდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი