ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მუშები გაიფიცნენ. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ უნივერსიტეტში, თანამშრომლებს შრომის ანაზღაურება უკვე 4 თვეა არ აუღიათ.
დასაქმებულები დახმარებასა და პრობლემის გასაჯაროებას "მთავარ არხს" სთხოვენ.
პერსონალის თქმით, ამ დროისათვის მათ პროტესტის ნიშნად მუშაობაც აქვთ შეჩერებული.
ხელფასების დაგვიანებას ადმინისტრაციაც ადასტურებს, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე ვერ საუბრობენ და პირობას დებენ, რომ კვირის ბოლომდე დავალიანებას გაასწორებენ.