დაპირისპირების ახალი კერა მარტვილის ეპარქიაში - მეუფე სტეფანეს სამიზნე დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა გახდა. ცოტა ხნის წინ, მეუფე სტეფანემ ის წინამძღვრობიდან გადააყენა.
დედაოები ამბობენ, რომ მღვდელმთავარმა თათბირი ჩუმად მოიწვია და მათ მხოლოდ 10 წუთით ადრე შეატყობინა. მათივე თქმით, მეუფე სტეფანემ თათბირზე დასასწრებად მისი მხარდამჭერი დედაოები შეარჩია.
დედა სოსანამ კი თათბირი პროტესტის ნიშნად დაწყებისთანავე დატოვა. სხვა დეტალები მარტვილის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ავტორი: ემა გოგოხია