აქცია მარნეულში - კომპანია აკელიკის ასობით თანამშრომელი თვეზე მეტია გაფიცულია. მათ 4 თვეა ხელფასის 80% არ აუღიათ. აქციის მონაწილეებს შეხედა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, რომლიც მათ დაპირდა, რომ პრობლემა აპრილის ბოლომდე მოგვარდება
თვეებია ხელფასებს ვერ ვიღებთ. უკვე მერამდენე აქციას ვმართავ ჩვენ ანაზღაურების მოთხოვნით. გვეუბნებიან რომ დავალიანებებს დაფარავდნენ, თუმცა ჯერ არაფერი არ მოუციათ. დღეს მაჟორიტარი დეპუტატი მოვიდა კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა და კიდევ ერთი დაპირება მოგვცეს , რომ აპრილის ბოლომდე დავალიანება მთლიანად დაიფარებაო. ვნახოთ დაპირებას შეასრულებენ თუ არა. სინამდვილეში კი უკვე არაფრის გვჯერა - ამბობს აქციის მონაწილე.