"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან" (EBRD) აღებული სესხით, გორისთვის შეძენილი ლურჯი ავტობუსები ფუჭდება. ერთ-ერთი მათგანი დღეს იმ დროს გამოვიდა მწყობრიდან, როდესაც მგზავრები ქალაქის ცენტრალურ გამზირზე გადაჰყავდა.
ავტობუსის შესაკეთებლად იმ თურქული კომპანიის თანამშრომლები გამოიძახეს, რომლებმაც სატრანსპორტო საშუალების გამართულობა უნდა უზრუნველჰყონ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გორში ახლადშეძენილი ავტობუსები ფუჭდება.
30 ლურჯი ავტობუსი გორის ხელისუფლებამ 10 მილიონ ლარად შეიძინა. ტრანსპორტი ქალაქის ქუჩებში თებერვლიდან გამოჩნდა.