ტყავიც რომ გამაძროს საპატრიარქომ მე მზად ვარ - მამა ანდრია სარია

გამოქვეყნდა:

მღვდელ-მონაზონ მამა ანდრია სარიას განცხადებით, საპატრიარქომ "ტყავიც რომ გააძროს" მაინც მზადაა. მისივე თქმით, იერარქებს რა უნდათ ერთია, თუმცა რამდენად სამართლიანია ეს მეორე. ასე გამოეხმაურა ის საპატრიარქოში დღეს ჩანიშნულ სხდომას, სადაც მის განცხადებებს განიხილავენ.

"ტყავიც რომ გამაძროს საპატრიარქომ მე მზად ვარ. კოლაფსი ჭყონდიდის ეპარქიაში რაც ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში ამის გადაფარვა სურთ ახლა მამა ანდრიას საკითხით, საერთოდ ამოვარდნილია კონტექსტიდან რატომ უნდა ყოფილიყო დღეს მაინც და მაინც მამა ანდრიას თემა წამოწეული. მე როდესაც გუშინ დამირეკა მამა მიქაელ ბოტკოველმა მე ვუთხარი, რომ რჯულის კანონის მიხედვით 3 დღის ვადა მაქვს, ასევე, უნდა ვიცოდე რაზე იქნება მსჯელობა, გიწვევთ და მოდით, ჩაის და ყავას ხომ არ ვსვამთ იქ, წერილობით უნდა მაცნობონ რაზე იქნება მსჯელობა", - თქვა მამა ანდრია სარიამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 31 მარტს საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომა ჩაინიშნა. სხდომას მეუფე შიო უხელმძღვანელებს, მას ასევე დაესწრებიან მეუფე ანდია გვაზავა და თეოდორე ჭუაძე. 

სხდომას არ დაესწრება პატრიარქი და ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტიელბას მიიღებენ სასულიერო პირები მამა ანდრია სარიასთან დაკავშირებით.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი