ქართული მუსიკა ორბელიანების სასახლეში - პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივით, 1 აპრილიდან კონცერტების ციკლი იწყება, რომელზეც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონცერტების მიზანია ქართული მუსიკის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა, ნიჭიერი, უცნობი ავტორებისა და მუსიკოს-შემსრულებლების წახალისება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ კონსერვატორიის საორკესტრო სიმებიანი საკრავების, კამერული ანსამბლისა და კვარტეტის და კლავიშიანი საკრავების მიმართულების სტუდენტები.