
"როდესაც ჩვენ ვისმენთ "ქართული ოცნებიდან", რომ ინფორმირებულობა ხდება აქედან არასწორიო, ეს არის სამარცხვინო, ეს არის შეურაცხყოფა სახელმწიფო დეპარტამენტის. ეს "ქართული ოცნება" არაა კობახიძის მიტანილი ამბის გამო, რომ იღებდა ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებს და ასე, რომ არიან მიჩვეული. იქ [სახელმწიფო დეპარტამენტში] ადამიანები ეყრდნობიან ფაქტებს. თავის გამოძიებას და ინფორმაციას აქედან გამომდინარეა გაკეთებული დასკვნები, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების თავი არის ბიძინა ივანიშვილი, მან შექმნა კლანი. ვინც "ქართულ ოცნებაში" ვიყავით ყველამ კარგად ვიცით, რა ბრძოლები მიმდინარეობდა ამ სასამართლოს შესაქმნელად"
თქვა პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიშის შეფასებისას.