ავტოსაგზაო შემთხვევა გორში - კომბინატის დასახლებაში, ველოსიპედით მოძრავ 9 წლის ბავშვს ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაშავებული სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.
"კლინიკაში შეიყვანეს პოლიტრავმით, აღენიშნება მენჯის და ორივე ბარძაყის მოტეხილობა. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა" -აცხადებენ "გორმედში".
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.