უნდა მოვგუდო ყველა არხი...სადაც გაუვიდა გაუვიდა, სადაც არ გაუვიდა თესავს შუღლს - ჟურნალისტები სახდეპის ანგარიშზე

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის იმ ნაწილს ეხმაურებიან, სადაც საქართველოში არსებულ მედიაგარემოზეა საუბარი და ჩამოთვლილია ყველა ის პრობლემური პუნქტი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ჩარევისა და ზეწოლის ნიშნებს შეიცავს:

"თამაშის ეს წესები შემოიღო ხელისუფლებამ, რომ უნდა მოვგუდო ყველა არხი და სადაც გაუვიდა გაუვიდა, სადაც არ გაუვიდა იმ არხების მიმართ, იმ ჟურნალისტების მიმართ, საჯარო გამოსვლებში თესავს შუღლს" ამბობს ჟურნალისტი ვახო სანაია.

"ეს მთლიანობაში ქმნის უმძიმეს სურათს. ვერ ვიტყოდი, რომ 100%-ით, მაგრამ დიდწილად ასახავს იმ მძიმე რეალობას, სადაც არის დღეს ქართული მედია"- ამბობს ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილმა.

"ამერიკის სახელმწფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ხელისუფლება იყენებდა პოლიტიკურ ტერორს და დევნას ჩემი ოჯახის მიმართ. ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ტვ პირველი გაეჩუმებინათ და დაეტერორებინათ. ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფერს ამერიკის სახდეპმა თავისი სახელი",- ამბობს ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2020 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში საქართველოს შესახებ ვრცელი მიმოხილვაა. დოკუმენტში საუბარი საქართველოში არსებულ მედიაგარემოსაც შეეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი