კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმის შვილმა, ციხეში თავი მოიკლა

გამოქვეყნდა:

პენიტენიციური სამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი ლანჩხუთელი ექიმის პატიმარმა შვილმა, მას შემდეგ, რაც დედის სიკვდილი გაიგო, ციხეში თავი მოიკლა. შემთხვევა ქუთაისის სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში მოხდა. 

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პატიმარმა, 31 მარტს, შუადღის საათებში პენიტენციური დაწესებულებიდან სატელეფონო ზარი განახორციელა, რა დროსაც დედის გარდაცვალება შეატყობინეს. 

ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი დღეს დაკრძალეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი