ეს ფსედვდოპატრიოტული ისტერია გულწრფელი პროტესტის 1%-ს არ შეიცავს - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"მე არ მჯერა, რომ ეს ფსედვდოპატრიოტული ისტერია მათი მხრიდან გულწრფელი პროტესტის 1%-ს შეიცავს. თორემ, ჩემი დამოკიდებულება მათაც ყველამ კარგად იციან, რომ  მათ გვერდით შეიძლება დავმდგარიყავი, ისევე როგორც ეს გავაკეთე პირველ წუთებში, როდესაც აქ გავრილოვი იყო. მაგრამ ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული. მათ კი უნდათ, რომ დალინკონ ეს ორი რაღაც ერთმანეთთან, მაგრამ ის აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევა იყო. მაშინ გადავაფასოთ მოვლენები და ყველაფერზე უფრო მკაცრი პასუხები გავცეთ. მაგრამ ეს მათ არ გამოადგებათ, ვინც ვითომ გულწრფელად აპროტესტებენ ამ ჩამოსვლას"

თქვა "ქართული ოცნების" ფრაქციის მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლაზე და მის წინააღმდეგ გამართულ პროტესტზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი