"ეს იყო სისტემური მანკიერება. ეს არაა ეპიზოდური პრობლემა "- ხუხაშვილი პოზნერის ვიზიტზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გვაქვს სისტემის მარკირებასთან საქმე, როდესაც ფაქტობრივად სახელმწიფო სამსახურები მოემსახურნენ გარკვეულ არაფორმალურ ინტერეს ჯგუფებს და თვითონვე დაარღვიეს ყველა შესაძლო კანონი. აქ პრობლემაა თვითონ მიმღები მხარის, რომელმაც დაგეგმა ეს ვოიაჟები, ის, რომ ჩამოვიდა შეიძლება არ იყო იმხელა პრობლემა, მაგრამ უკვე კომენდანტის საათის პირობებში, სავახშმოდ წასვლა, ეს იყო უკიდურესი თავხედობა და საქართველოს კანონმდებლობის ფეხქვეშ გათელვა. ეს იყო სისტემური მანკიერება. ეს არაა ეპიზოდური პრობლემა. აქ იმდენად პოზნერის პასუხისმგებლობაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. საქართველოში ხელისუფლებაში მოდიან არა იმიტომ, რომ კანონები მიიღონ, არამედ მიღებული კანონები დაარღვიონ. ასე იქცევა ხელისუფალი დღეს"

თქვა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლისა და შემდეგ განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი