საქართველოს მთავრობა უნდა დაფიქრდეს, ვინ უნდა შევიდეს ქვეყანაში - ჰამილტონი

გამოქვეყნდა:

"ვლადიმერ პოზნერის ვიზიტი ნამდვილად პროვოკაცია იყო. ასეთი ადამიანები არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყვენენ შეშვებული ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო პროპაგანდისტული ნაბიჯი კრემლის მხრიდან, რათა ამ ყველაფერს ხალხის აღშფოთება გამოეწვია. შემდეგ ამას გამოიყენებენ რუსეთში და თავის მოქალაქეებს ეტყვიან, რომ საქართველო არ არის უსაფრთხო ადგილი ტურისტებისთვის. საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და კარგად დაფიქრდეს, რომელი ადამიანები უნდა შევიდეს ქვეყანაში. ასევე ძალიან ცუდია, რომ პოზნერის ვიზიტი შედგა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ვერ მიაღწია შეთანხმებას ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციით და უარყო ძალიან კარგი შეთავაზებები. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს მოსმენა და მოლაპარაკება ოპოზიციასთან და უარი თქვას ხისტ ტაქტიკაზე"

ამბობს ბრიტანელი პოლიტიკური მიმომხილველი დანიელ ჰამილტონი "მთავარ არხთან" რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტისა და შემდეგ განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი