"კომენდანტის საათის ფეხებზე დაკიდებაც, ელარჯის გაწელვაც...ბენედიქტესთვის ყველაფერი მოსულა"

გამოქვეყნდა:

ჩვენ და თქვენდა საუბედუროდ, ამ ქვეყანაშ ყველაფერი მოსულა. მათ შორის, ბენედიქტესთვის, ქაშაკაშვილისთვის, რომელიც ქართული ოცნების წევრიც იყო, საპარლამენტო სიაშიც ჰყავდათ, შემომწირველიც არის, ბევრ ტენდერს, ხელშეკრულებასაც იღებს სახელმწიფოსგან 100 ათასობით ლარის ღირებულებისა.

ამასობაში, ამ ადამიანებისთვის, პუტინის პროპაგანტისტებისთვის ყველაფერი მოსულა ამ ქვეყანაში. რეგულაციების დარღვევაც, კომენდანტის საათის ფეხებზე დაკიდებაც, ელარჯის გაწელვაც, იმ დროს, როცა თქვენ სახლში უნდა გეძინოთ. ბენედიქტესთვის ყველაფერი მოსულა, ის რაც ჩვენი რიგითი მოქალაქეებისთვის შეუძლებელია. მარტივი რამის გამო, ეს ხალხი კანონმორჩილია, ბენედიქტი ალაგებს ბიძინა ივანიშვილთან, ღარიბაშვილთან.

ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი, რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი მეგობრების საქართველოში ვიზიტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი