მელაშვილისა და ილიჩოვას მსჯავრდება ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს - ომბუდსმენის ანგარიში

გამოქვეყნდა:

მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას, შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური ან სხვა არასამართლებრივი მოტივი - ნათქვამია სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში რომელიც დღეს გამოქვეყნდა და სადაც ომბუდსმენი "კარტოგრაფების საქმეზე" წერს.

"ზემოაღნიშნული მოცემულობის და არსებითი განხილვის დროისთვის საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, მელაშვილისა და ილიჩოვას მსჯავრდება ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, რადგან მათ მოქმედებაში არ იკვეთება რაიმე ტიპის აკრძალული ელემენტი, რაც ჩვეულებრივ საექსპერტო საქმიანობას დანაშაულად აქცევდა... მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები არ ყოფილან პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები, მათი საქმე პოლიტიკური განხილვისა და ურთიერთბრალდებების მთავარ საბაბად იქცა. სახალხო დამცველის მიერ საქმის მასალების და მიმდინარე მოვლენების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას, შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური ან სხვა არასამართლებრივი მოტივი, რამაც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერი მოტივი გადაწონა", - წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია ივერი მელაშვილის საპროცესო უფლებების დარღვევაზეც. ირკვევა, რომ მელაშვილმა ციხის თანამშრომლებს ადვოკატისთვის გადასაცემად პირადი ჩანაწერებიანი რუკა მისცა, რომელიც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა წაიკითხეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადასცეს ადვოკატს. ლომჯარიას უწყებამ ამ ეპიზოდზე ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი