"კაბა მართავს მთელ საპატრიარქოს" - მამა ანდრია სარია

გამოქვეყნდა:

მღვდელ-მონაზონი მამა ანდრია სარია აცხადებს, რომ საპატრიარქოს არ აინტერესებს კანონმდებლობა და ის მხოლოდ რეპრესიებისთვის იცის. მისი თქმით, მთელ საპატრიარქოს მართავს "კაბა", შორენა თეთრუაშვილის სახით.

მათ არ აინტერესებთ კანონმდებლობა, კანონმდებლობა მხოლოდ იციან რეპრესიებისთვის და ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ შეშინებული საპატრიარქო ერთგვარად დახმარებასაც სთხოვს ხელისუფლებას, ამის სიგნალი იყო ღარიბაშვილი, როდესაც გამოვიდა საპატრიარქოდან ჩვენ დავიცავთო ლამის კუნთებით და ვხედავთ პოლიცია შეცდომაშია შეყვანილი, ჩვენგან კი არაა დასაცავი სწორედ აი იქით რომ არის საპატრიარქოში მოკალათებული შორენა თეთრუაშვილით დაწყებული და კაბა მართავს მთელ საპატრიარქოს, აი იქიდან არის დასაცავი და იქიდან არის საეკლესიო კანონმდებლობა აღსადგენი", - თქვა მამა ანდრია სარიამ.

ცოტა ხნის წინ საპატრიარქოსთან აქცია გამართა მეუფე პეტრემ, მამა ანდრია სარიამ და ჭყონდიდის მრევლმა. ისინი პატრიარქთან შეხვედრას და კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვდნენ.  საპატრიარქოდან მათთვის არავის უპასუხია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი