რა კითხვებიც არსებობს ეკლესიაში, პასუხისმგებელი არის კათალიკოს პატრიარქი - თორნიკე მამალაძე

გამოქვეყნდა:

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თქმით, ეკლესიაში მიმდინარე კრიზისზე პასუხისმგებელი ილია მეორეა. მისივე თქმით, ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენები, რეალურად "ზღვაში წვეთია" იმ ამბებიდან, რაც საპატრიარქოში ხდება.

"როდესაც ჩემი ძმა დააპატიმრეს აქედან დაიწყო ეკლესიაში კრიზისი. ყველაფერზე პასუხისმგებელი არის კათალიკოს-პატრიარქი. ჩვენ კარგად ვხედავთ თუ რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში. რა ტერმინოლოგიით მართავს მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიას. ეს არის ზღვაში წვეთი, რაც საქართველოს საპატრიარქოში ხდება. აქიდან გამომდინარე, ყველა იმ კითხვაზე, რაც კითხვები არსებობს ეკლესიაში პასუხისმგებელი არის კათალიკოს პატრიარქი და მოვითხოვთ მასთან შეხვედრას", - ამბობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე.

 ცნობისთვის, დღეს საქართველოს საპატრიარქოსთან მეუფე პეტრე და მისი მრევლი მივიდა. ისინი პატრიარქთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი