ვაშლიჯვრის დამეწყრილ ფერდობზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. ტერიტორიაზე მიწის მასას ჭრიან.პარალელურად, ცნობილი ხდება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის კვლევების შუალედური ანგარიში.
ექსპერტების დასკვნით, მაჭავარიანის ქუჩის მეწყერი დინამიკაშია და მისი სხეული ინტენსიურ დეფორმაციას განიცდის. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის ჩარევა მეწყრულ პროცესებს კიდევ უფრო დააჩქარებს.
"ეს საწყალი ისედაც დაძრული იყო და კიდევ ჭრიან" - ამბობს გეოლოგი თეა გოდოლაძე.