"ოცნების" შემომწირველი, ბიზნესმენი და პუტინის მეგობრების მასპინძელი - ვინ არის ბენედიქტე ქაშაკაშვილი?

გამოქვეყნდა:

მდიდრული სუფრა ფეშენებელურ სასტუმროში კომენდანტის საათის დროს - ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც რუსი სტუმრების გამასპინძლება თავის თავზე აიღო. ბენედიქტე ქაშაკაშვილი, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი. 2016 წელს ის "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში იყო, მოგვიანებით სადეპუტატტო მანდატზე უარი თქვა, სხვა პროვილეგიებზე კი არა.

სახელისუფლებო პარტიის ერთგულმა მხარდამჭერმა და დამფინანსებელმა ოცნებას 170 ათასი ლარი შესწირა, თუმცა სახელმწიფოსგან გაცილებით მეტი დაიბრუნა. პირდაპირი ხელშეკრულებების წყალობით, რომელსაც "ოცნება" ქაშაკაშვილს დაუბრკოლებლად უფორმებს, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. 

ბენედიქტე ქაშაკაშვილის სახელი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, რომანოვების კლასტერს უკავშირდება. გასულ წელს პანდემიის დასაწყისში "ვინოტელში" გამართულმა სარიტუალო სუფრამ ქვეყანაში კოვიდგავრცელების ყველაზე დიდი მასშტაბი შექმნა. ამ სუფრის სტუმრების ნაწილი, მაშინაც რუსეთიდან ჩამოვიდნენ. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი