ოლიგარქები, ბიზნესმენები, რეჟისორები... - VIP სტუმრები რუსეთიდან

გამოქვეყნდა:

სტუმარი, რომელიც "მთავარი არხის" ჟურნალისტს რომანტიულ ვახშამზე ეპატიჟებოდა დავიდ დავიდოვიჩია - რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელი და თავადაც ოლიგარქი.

მის ქონებას "ფორბსი" მილიარდ ნახევარ დოლარად აფასებდა. რამდენიმე წლის წინ, ბიზნესის ერთი ნაწილი 500 მლნ დოლარად, დუმის 2 დეპუტატს მიჰყიდა. მისი ქონების ძირითადი წყარო შავი ოქრო და შავი მეტალებია.   

ბიზნესმენი ალექსანდრე გაფინი - წარსულში "ალფა ბანკის" ვიცე პრეზიდენტი, ამაჟამად მედია მენეჯერი. აკონტროლებს კრემლის გავლენის ქვეშ მყოფ მედია საშუალებებს, უცხოურ ბანკებს კი საკუთარი კონტაქტების საშუალებით, ეხმარება რუსულ ბაზარზე გაფართოებაში.

კიდევ ერთი კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი-მიხეილ კუშნიროვიჩი. რითეილ მაგნატი, კომპანია "ბოსკოს" დამფუძნებელი და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მთავარი სპონსორი.

რეჟისორი პაველ ლუნგინი- ბოლო წლებში ლუგინი პატრიოტულ თემატიკაზე იღებს და პრემიერებსაც პუტინი პირადად ულოცავს.

მის ერთ ფილმს ქართველი მაყურებელიც კარგად იცნობს - კინოსურათის ერთ-ერთი სპონსორი ბადრი პატარკაციშვილი იყო.

სერგეი მიხაილოვი - რუსეთის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს, იგივე "ტასის" გენერალური დირექტორი. პუტინის მიერ დაჯილდოებულია ორი ორდენით - სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის და მეგობრობის ორდენით.

ვიქტორ დორბიში - მუსიკალური პროდიუსერი და რუსული პროპაგანდისტული მედიის, რადიო "სპუტნიკის" ვიცე-პრეზიდენტი. მასაც პუტინისგან აქვს მიღებული რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდება.

კრემლთან დაახლოებული კიდევ ერთი სახალხო არტისტი - მსახიობი ვლადიმერ სიმიონოვი, აივნიდან  ფოტოებს სავარაუდოდ ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე იღებდა.

სტუმრებს მოსკოვში გაყვნენ მთავარი მასპინძლები - მირანდა მირიანაშვილი და მისი მეუღლე, რუსი ბიზნესმენი ლეონი ოგარიევი.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი