"ალუჩას უპასუხია, ბიძინას ვფიცავ მენაო..." - კაპანაძემ კობახიძეს ლექსად უპასუხა

გამოქვეყნდა:

ირაკლის ვაჟა უკითხავს

ვერ გაუგია თავადა,

ჰგონებს მტრის სახლში მოყვანა

ვაჟასა უთქვამს კარგადა.

თალაკვაძისთვის უკითხამს,

ხომ არ ვკითხულობ მცდარადა?

ჯოყოლა იმად არ დახვდა

ზვიადაურსა ავადა,

რომ მტრის სოფელში მიყვანა

წესია მთად და ბარადა?

ალუჩას უპასუხია,

ბიძინას ვფიცავ მენაო,

რაც გინდა ის თქვი, ძმობილო

ტყუილად არ გაქვს ენაო,

მთავარია, რომ ნაცები

ახსენო სადმე შენაო

და დააბრალო სისხლიანთ

ქვეყნისთვის ცუდად კბენაო!

ამგვარად, გუშღამ ირაკლიმ

დაატრიალა ვაჟაი.

პოზნერს აწია - "გოსწ მოი,

იზვინაიუს, პრაშაი,

სლედუში რაზ რომ ჩამოხვალ

მე თვითონ შენ პრავაჟაი."

ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგი კაპანაძემ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა:  "ნაციონალი, თავისი არსით, არის ანტივაჟა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი