"დასჯა არ არის ყოველთვის გამოსავალი" - ასე ეხმაურება მღვდელმონაზონი ანდრია სარია მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომის გადაწყვეტილებას მის შესაძლო განკვეთაზე. მამა ანდრია იმედს იტოვებს, რომ კონსენსუსამდე მივლენ.
"იქ იყო ბოლოდროინდელ განცხადებებზე, მათ უნდოდათ ჩემი ახსნა-განმარტების გაგება. მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მწვავე განცხადებები როგორც ყოველთვის, ახლაც სიახლე არ იყო, ამ ფონს შეუძლებელია თან არ ახლდეს, არავის შეურაცხყოფას მიზნად ეს არ ისახავს. დასჯა არ არის ყოველთვის გამოსავალი. იყო რა თქმა უნდა ბოლო ნაწილში განმარტებები გაუგებარი, ჩემი მხრიდანაც მათთვის მიუღებელი იყო და მათი არგუმენტები ჩემთვისაც ცოტათი შეუწყნარებელი, მაგრამ იმედს ვიტოვებ რაღაც კონსენსუსამდე მივალთ", - თქვა მამა ანდრია სარიამ.
შეგახსენებთ, რომ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მუდმივმოქმედმა კომისამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მამა ანდრიას განცხადებები განკვეთას ექვემდებარება. კომისიამ დადგენილება პატრიარქს უნდა გადაუგზავნოს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.