ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ინციდენტების და დარღვევების შემდეგ, სოციალურ ქსელში დისკრიმინაციული და აგრესიული პოსტების რაოდენობამ იმატა. ეთნიკურ ნიადაგზე მსგავსი შინაარსის პოსტების ავტორები საჯარო პირებიც არიან. ერთ-ერთი მათგანი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძეა.
სამოქალაქო სექტორს ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენია. მსგავსი დამოკიდებულების მიზეზად მესამე სექტორის წარმომადგენლები სამოქალაქო განათლების დაბალ დონესა და პოლიტიკური ელიტის მიერ წახალისებას ასახელებენ.
მზარდი ქსენოფობიური და რასისტული განცხადებების ფონზე, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები თანასწორობის მხარდამჭერ მკვეთრ განცხადებებს არ აკეთებენ. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის განცხადება, როცა მან თქვა, რომ ჩვენ მართლმადიდებელი სახელმწიფო ვართ, რომელსაც ცხადია, რომ გამრიყავი ეფექტი აქვს.
სანამ თავად პოლიტიკური ელიტა არ შეიცვლის მიდგომებს და ის უფრო ინკლუზიურ და სამართლიან პოლიტიკურ იდეებს არ დაუწყებს ოპერირებას და მეორე მხრივ, თუ განათლების სისტემა არ შეიცვალა და მკვეთრად თანასწორობის, ინკლუზიურობისა და სოლიდარობის იდეას არ დაეფუძნა, ბუნებრივია, ძალიან რთული იქნება ამ გამოწვევასთან ბრძოლა, - განაცხადა ადამიანის უფლებების ცენტრის წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ.