ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 580 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 331 შემთხვევა, აჭარა - 51, იმერეთი - 56, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 26, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 130 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 105 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,8 მილიონზე მეტი.